კანონიერი ქურდი

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი დააკავეს

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი დააკავეს. INTERFAX-ის ცნობით, იგი ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 

INTERFAX-ისვე ინფორმაციით, კალაშოვმა რესტორნის მფლობელს დიდი რაოდენობით ფული გამოსძალა, რის გამოც 2015 წლის 14 დეკემბერს, რესტორნის ტერიტორიაზე ორი დაჯგუფება ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით დაუპირისპირდა. დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

შაქრო კალაშოვი 2008 წელს ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. საქართველო მის გადმოცემას ითხოვდა, რადგან საქართველოში კალაშოვს მკვლელობის ბრალდებით, დაუსწრებლად 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ესპანეთში პატიმრობის მოხდის შემდეგ, 2014 წელს იგი რუსეთში დაბრუნდა, სადაც ე.წ. კრიმინალური სამყაროს ლიდერი გახდა.

კომენტარები