რომის პაპი საქართველოში

თბილისში სტუმრობისას პაპი წირვას სტადიონზე აღასრულებს და სვეტიცხოველს ეწვევა

პაპი ფრანცისკე
ტაბულა

პაპ ფრანცისკეს საქართველოში სამოციქულო მოგზაურობის პროგრამა ცნობილია. 30 სექტემბერს, 09:00-ზე კათოლიკე ეკლესიის მეთაური რომიდან თბილისისაკენ გამოემგზავრება. რამდენიმე საათში მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიიღებენ. მისალმების ცერემონიის შემდეგ, პაპი საქართველოს პრეზიდენტს სასახლეში ესტუმრება. 

ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრის შემდეგ, პონტიფექსი ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსთან საპრეზიდენტო სასახლის ეზოში შეხვედრას გამართავს. ამის შემდეგ, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგება, რის შემდეგაც, პაპი ასირიულ-ქალდევურ საკრებულოსთან წმ. სიმონ მღებავის კათოლიკურ ტაძარში მივა. ვიზიტის შემდეგი დღეების განრიგი კი ასე გამოიყურება:

2016 წლის 1 ოქტომბერი, შაბათი

წმიდა წირვა, მ. მესხის სახ. სტადიონზე

შეხვედრა მღვდლებთან და ბერ-მონაზვნებთან მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში

შეხვედრა ეკლესიის საქველმოქმედო საქმიანობის ბენეფიციარებთან და მუშაკებთან კამილიელთა ცენტრის ტერიტორიაზე

მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო კათედრის მონახულება

2016 წლის 2 ოქტომბერი, კვირადღე

დამშვიდობების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

08.10 თვითმფრინავით გამგზავრება ბაქოში

კომენტარები