ჭადრაკი

ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო ფესტივალს სახელი გადაარქვეს

0 კომენტარი
ნანა ალექსანდრია ფოტო: ტაბულა

ქალაქ ფოთში, დღეს გახსნილ ჭადრაკის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც 11 წლის მანძილზე საერთაშორისო დიდოსტატის, ნანა ალექსანდრიას სახელობის იყო, წელს სახელი შეუცვალეს და "ფოთის საერთაშორისო ფესტივალი" დაარქვეს.

ფოთის საჭადრაკო სკოლის დირექტორმა, დავით კოდუამ, ალექსანდრიას სახელის ამოღება ქალაქის სახელის წინ წამოწევის სურვილით ახსნა.

სახელის ცვლილებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, სახელის გადარქმევას, ერთადერთი, პოლიტიკური მოტივი აქვს, რადგან ალექსანდრია, ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას დედაა.

ნანა ალექსანდრია 12 ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ევროპის ჩემპიონი, ორჯერ მსოფლიო ვიცეჩემპიონი და სამჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები