ზაზა ფაჩულია

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტთან კონტრაქტი გააფორმა

Bay Area News Group

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტ უორიორსთან უკვე ოფიციალურად 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ეს ფაქტი როგორც გოლდენ სტეიტის, ასევე NBA-ს ვებგვერდებმა დაადასტურეს.

ფაჩულია უორიორსს 27-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

32 წლის ცენტრი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემატა და, გავრცელებული ინფორმაციით, ანაზღაურების სახით 2.9 მილიონ დოლარს მიიღებს.

"ეს უკვე ოფიციალური ამბავია. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წევრი გავხდი", - აღნიშნა ზაზამ Facebook-ის საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფაჩულია დალას მავერიქსის ღირსებას იცავდა და 76 მატჩში მისი საშუალო სტატისტიკა 8.6 ქულა და 9.4 მოხსნა გახლდათ.

კომენტარები