სიცილიური მაფია

სიცილიური მაფიის ერთ-ერთი ბოსი ბერნარდო პროვენძანო გარდაიცვალა

AP

იტალიაში სიცილიური მაფიის ერთ-ერთი მთავარი ბოსი ბერნარდო პროვენძანო ციხის ჰოსპიტალში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პროვენძანო, მეტსახელად ტრაქტორი, 2006 წელს 43-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. პროვენძანო სიცილიურ მაფიას 1993 წელს, მაშინდელი სიცილიური მაფიის ბოსის სალვატორე "ტოტო" რინას დაკავების შემდეგ ჩაუდგა სათავეში.

პროვენძანოს მაფიისადმი უარყოფითად განწყობილი მოსამართლეების ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობაში ედებოდა ბრალი. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

პროვენძანო უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, ციხის ჰოსპიტალში შარდის ბუშტის სიმსივნეს ებრძოდა. იტალიური მედიის ცნობით, იგი სიცოცხლის ბოლო წუთამდე გამოძიებასა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდა.

კომენტარები