კრიმინალი

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1994 წელს დაბადებული ნიკა მ., 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით ბ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პაატა უ. აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს და ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ.

"მათ აქტიური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ პატიმრობაში მყოფ ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდთან და დანაშაულებრივი სამყაროს სხვა წევრებთან. ბრალდებულები, მათთან ერთად, სისტემატურად გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში. ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულები ხვდებოდნენ ქართველ მეწარმეებს, თავს აცნობდნენ, როგორც ე.წ. მომავალი კანონიერი ქურდები, რის შემდეგაც, ქურდული გარჩევების გზით, სთხოვდნენ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას. თანხის მოთხოვნას, მათი მხრიდან, თან ახლდა მუქარა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება", - აცხადებს შსს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის პრიმა 1-ლი ნაწილით).

კომენტარები