აჭარის მთავრობა

ვარშალომიძე: პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის გადაყენებით კონსტიტუცია დაარღვია

geonews.ge

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის თქმით, პრეზიდენტმა აჭარის ხელისუფლების გადაყენებით კონსტიტუცია დაარღვია. ვარშალომიძე ამბობს, რომ "აჭარა შესულია პოლიტიკურ კრიზისში".

"პრეზიდენტი აჭარის მთავრობის გადადგომას იყენებს იმ შემთხვევაში როცა: 1. მთავრობის მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლებათა კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას და 2. მთავრობა ვერ ასრულებს მისთვის მინიჭებულ უფლებებს. აჭარა შესულია პოლიტიკურ კრიზისში. ასე მალულად, შეუთანხმებლად ადამიანის მოყვანა და დანიშვნა არ შეიძლება. ერთხელ და სამუდამოდ კონსტიტუციურ და დემოკრატიულ ჩარჩოებში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება“,- აღნიშნა ვარშალომიძემ.

დღეს გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობა გადააყენა და რწმუნებულის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე წარადგინა. მარგველაშვილის  თქმით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი მოსალოდნელი პოლიტიკური ვაკუმის თავიდან აცილება იყო. პატარიძის თანამდებობაზე დამტკიცების გადაწყვეტილება  უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს.

 

კომენტარები