ნიცა

საელჩო: დაღუპულთა თუ დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

facebook.com/ambassadedegeorgieenfrance

იმის გასარკვევად, ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა თუ დაშავებულთა შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები, ტაბულა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა.

საელჩოს ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

საელჩოსვე ცნობით, ისინი საქართველოს მოქალაქეებს თავად დაუკავშირდნენ.

საქართველოს საელჩო საფრანგეთში აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერს:

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! დღეს, 14 ივლისს, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, შეგახსენებთ საელჩოში მოქმედი ცხელი ხაზის ნომერს +33 7 83 31 86 89."

კომენტარები