ტერაქტი ნიცაში

ოლანდი ნიცის ტერაქტზე: 50 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით, ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი "სიცოცხლესა და სიკვდილს" შორისაა. მსხვერპლთა შორის არიან როგორც საფრანგეთის, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც.

14 ივლისს ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა. იყო სროლაც. ტერაქტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანის მძღოლი პოლიციის მიერაა ლიკვიდირებული.

კომენტარები