სირიის კრიზისი

შოიგუ: შესაძლოა, სირიის კრიზისი სამხრეთ კავკასიაში გამეორდეს

Kremlin.ru

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სირიის კრიზისი სამხრეთ კავკასიაში გამეორდეს. თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს. შოიგუსვე განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული იქნება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს პოტენციურ საფრთხეებზე.

"მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი გვაჩვენებს, რომ უახლოეს მომავალში შეიარაღებული კონფლიქტის კერების გაჩენის ალბათობა შენარჩუნებულია. ისეთი კრიზისული სიტუაციები, როგორიცაა სირიაში, შესაძლოა, გამეორდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშიც ცენტრალურ აზიისა და სამხრეთ კავკასიაში. ასეთ შემთხვეევაში, რუსეთი იძულებული იქნება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს პოტენციურ საფრთხეებზე," - თქვა სერგეი შოიგუმ.

კომენტარები