გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას აპროტესტებენ

AFP

ამ წუთებში ასობით ადამიანი ანკარაში, პარლამენტის შენობასთან არის შეკრებილი. მათ თურქეთის დროშები უჭირავთ და ეროვნულ ჰიმნს მღერიან. ისინი სამხედრო გადატრიალების მცდელობას აპროტესტებენ. მათ ქუჩაში გამოსვლისკენ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მოუწოდა.

თავად პარლამენტში კი კანონმდებლები საგანგებო სესიას მართავენ.


ფოტო: Reuters

თურქეთის პრემიერმინისტრის ბინალი ილდირიმის ინფორმაციით, გუშინ მომხდარს 161 ადამიანი შეეწირა, მათ შორის არიან მოქალაქეები და პოლიციელები. აჯანყებულების მხრიდან კი 104 სამხედრო დაიღუპა.

თურქეთის ხელისუფლების ვარაუდით, გადატრიალების უკან თურქი სასულიერო ლიდერი ფეთულა გიულენი დგას, რომელიც ახლა პენსილვანიაში ცხოვრობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის თქმით, თურქეთს მისი ექსტრადიცია ჯერჯერობით არ მოუთხოვია. თავად გიულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

აჯანყებული სამხედროები ხელისუფლებას რამდენიმე საათში "ჩაბარდნენ". პოლიციამ 3000-მდე აჯანყებული დააკავა.

კომენტარები