გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ერდოღანი აშშ-ს გიულენის ექსტრადიციისკენ მოუწოდებს

0 კომენტარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამას მოუწოდებს, ფეთულა გიულენის თურქეთში ექსტრადიცია მოახდინოს, რათა გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის პასუხისგებაში მისცენ.

ერდოღანის თქმით, თუ აშშ და თურქეთი ჭეშმარიტი სტრატეგიული მოკავშირეები არიან, ამერიკის პრეზიდენტი მას დაეხმარება ყოფილი იმამის დაკავებაში, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს.

ერდოღანისვე განმარტებით, გადატრიალების მცდელობაში არმიის მცირე ნაწილი მონაწილეობდა. დაკავებულია 2800-ზე მეტი სამხედრო. ამასთან, ერდოღანის მთავრობამ 2700-ზე მეტი მოსამართლე და პროკურორი დაითხოვა, რომლებიც, სავარაუდოდ, გიულენთან არიან კავშირში.

გიულენთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. მან თქვა, რომ მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში მისი თურქეთში ექსტრადირება მოხდება.

თავად გიულენმა კი დღეს არაერთხელ დაგმო მომხდარი და ბრალდება კატეგორიულად უარყო.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად ჯამში 265 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან მოქალაქეები, პოლიციელები და აჯანყებულები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები