გადატრიალების მცდელობა თურქეთში

აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი აიკრძალა

faa.gov

ამერიკის შეერთებულ შტატებისა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ USA TODAY ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილება ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ მიიღო. შეზღუდვა ეხება როგორც კომერციულ და კერძო თვითმფრინავებს, ასევე ტრანზიტულ ავიარეისებს.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ თურქეთში მიმდინარე პროცესებს და სახელმწიფო და შინაგანი დაცვის დეპარტამენტებში ჩვენს პარტიორებთან და განვაახლებთ შეზღუდვებს პროცესების განვითარების მიხედვით“ - აცხადებენ ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაში.

აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. უწყების ინფორმაციით, მგზავრებმა, რომელთაც შეეხოთ აღნიშნული გადაწყვეტილება, უნდა მიმართონ შესაბამის ავიაკომპანიას. ამ დროისთვის ავიაკომპანიები ცდილობენ მგზავრების გადამისამართებას ალტერნატიულ მარშრუტებზე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და შეზღუდვებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას მოქალქეებს ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეატყობინებენ.

კომენტარები