გადატრიალების მცდელობა თურქეთში

გადატრიალების მცდელობა თურქეთში - დაკავებულია 6 000 ადამიანი

AFP

სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო თურქეთმა 6 000 ადამიანი დააკავა. იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის თქმით, ეს რიცხვი, დიდი ალბათობით, გაიზრდება.

ამასთან, გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს მაღალი რანგის სამხედროები და 2 700 მოსამართლე. 

გადატრიალების მცდელობას სულ მცირე 265 ადამიანი ემსხვერპლა. 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, პარლამენტი იმსჯელებს, განიხილონ თუ არა დაკავებული აჯანყებულების სიკვდილით დასჯის საკითხი.

თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მოწყობის მცდელობაში სასულიერო ლიდერ ფეთულა გიულენს ადანაშაულებს, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს. თავად გიულენი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

გუშინ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ს გიულენის ექსტრადირება მოსთხოვა. მანამდე კი სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თქვა, რომ ექსტრადირების საკითხის განხილვა მაშინ დაიწყებოდა, როდესაც თურქეთი გიულენის დამნაშავეობის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენდა.

კომენტარები