ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ხვალ, იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. მათ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.
ქართულ ოცნებას იმერეთში მაჟორიტარობის 11 კანდიდატი ეყოლება.
კანდიდატებს ხვალ ქუთაისში, ბალახვანის მოედანზე 20:00 საათზე წარადგენენ.