ისნის და სამგორის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ისნის და სამგორის რაიონებს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ. კომპანია თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. 

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლაბრის მოედნის, ვარდის მოედნის, კახეთის გზატკეცილის, მეტრო „ისნის" მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, ერისთავის, ალადაშვილის, ხივინის, მესხიშვილის, დმანისის, აწყურის, შორაპნის და ჯორჯ ბუშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ჩხენკელის და კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები