არჩევნები 2016

ქართული ოცნება დღეს, იმერეთის რეგიონის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს

პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დღეს, 18 ივლისს, იმერეთის რეგიონის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.

დეპუტატობის კანდიდატებს პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.

ქართულ ოცნებას იმერეთში 11 მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება.

კანდიდატების წარდგენა დღეს ქუთაისში, ბალახვანის მოედანზე, 20:00-ზე გაიმართება. 

კომენტარები