გადატრიალების მცდელობა თურქეთში

პოლიციას სტამბოლში ვერტმფრენების გაუფრთხილებლად ჩამოგდება შეეძლება

AFP

სტამბოლის პოლიციის უფროსის მუსტაფა ქალისქანის ბრძანებით, სტამბოლის პოლიციას ქალაქის საჰაერო სივრცეში შესული ნებისმიერი ვერტმფრენის ჩამოგდება გაუფრთხილებლად შეეძლება.

ამას გარდა, სტამბოლში უსაფრთხოების გასაძლიერებლად მობილიზებულია სპეცდანიშნულების ძალების დამატებით 1800 მებრძოლი სხვადასხვა რეგიონიდან. სტამბოლის ქუჩებში დამატებითი პოლიციელებიც პატრულირებენ.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო თურქეთის ხელისუფლებამ 6 000 ადამიანი დააკავა. იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის თქმით, ეს რიცხვი, დიდი ალბათობით, გაიზრდება.

ამასთან, თანამდებობიდან გაათავისუფლეს მაღალი რანგის სამხედროები და 2 700 მოსამართლე.

გადატრიალების მცდელობას სულ მცირე 290 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 100-ზე მეტი - ამბოხებული.

თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მოწყობის მცდელობაში აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო ლიდერ ფეთულა გიულენს ადანაშაულებს.

კომენტარები