არჩევნები 2016

GHN: ბურჭულაძის პარტიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ენმ პირველ ადგილზეა

facebook.com/stateforpeople

პოლიტიკური მოძრაობის პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პირველ ადგილზეა, ხოლო ქართული ოცნება - მეორეზე. კვლევის შედეგებით, პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს და მას რესპონდენტების 12% უჭერს მხარს. კვლევა სააგენტო GHN-მა გაავრცელა.

კვლევის თანახმად, პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგი ასეთია: 

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 19%.
  • ქართული ოცნება - 18%.
  • პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის - 12%.
  • ალასანია- თავისუფალი დემოკრატები - 7%.
  • შალვა ნათელაშვილი- ლეიბორიტული პარტია - 6%.
  • ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია - 3%.
  • ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა - 3%.
  • სხვა - 8%.
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 24%.

ტაბულასთან საუბარში მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლევან ტაბიძემ თქვა, რომ არ იცის, რა კვლევაზეა საუბარი და "საიდან მოიტანეს". მან აღნიშნა, რომ ახლა არკვევს, საერთოდ ჰქონდა თუ არა რამე კვლევა ჩატარებული პოლიტიკურ მოძრაობას. მისი თქმით, პასუხი ნახევარ საათში ეცოდინება.

კომენტარები