ტრანსპორტი

რკინიგზის ტვირთბრუნვა 38%-ით შემცირდა, გადაზიდვები უკვე მეოთხე წელია იკლებს

0 კომენტარი
ფოტო: Getty

საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 2016 წლის პირველ კვარტალში 800 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 38%-ით ნაკლებია. ტვირთბრუნვის კლება 2015 წელს არ დაწყებულა, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 52%-ით არის შემცირებული. რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის შემცირების შესახებ ეკონომიკის სამინისტროს სატრანსპორტო სტატისტიკიდან გახდა ცნობილი.

2012 წლიდან მოყოლებული, რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა პირველი კვარტლების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 2012 წელი - 1.7 მილიონი ტონა
  • 2013 წელი - 1.5 მილიონი ტონა
  • 2014 წელი - 1.3 მილიონი ტონა
  • 2015 წელი - 1.3 მილიონი ტონა
  • 2016 წელი - 0.8 მილიონი ტონა

რკინიგზის ტვირთბრუნვის შემცირება ნავსადგურების ტვირთბრუნვის შემცირებამ გამოიწვია. პირველ კვარტალში ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა 1.2 მილიონი ტონა იყო, რაც წინა წელთან შედარებით 36%-ით ნაკლებია.

საქართველოს მთავრობა სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ ელოდება, რაც სავარაუდოდ წლის ბოლოს შეიძლება მოხდეს. პროექტის მიხედვით, ჩინური სახმელეთო ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით, უფრო მოკლე მარშრუტით, ყაზახეთის, კასპიის ზღვის (ბორნით), აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე მოხვდება.

რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. რკინიგზა გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთად ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები