გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ევროპის საბჭო: სიკვდილით დასჯის გამოყენების უფლება არცერთ წევრ ქვეყანას არ აქვს

0 კომენტარი

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა თურქეთის ხელისუფლებას შეახსენა, რომ ევროსაბჭოს წევრ არცერთ ქვეყანას სიკვდილით დასჯის გამოყენების უფლება არ აქვს.

"ევროპის საბჭოს არცერთ წევრ ქვეყანას არ აქვს უფლება, გამოიყენოს სიკვდილით დასჯა. ეს არის შეთანხმება წევრ ქვეყნებს შორის. თურქეთს ორივე პროტოკოლი, ნომერი 6-ც და 13-ც რატიფიცირებული აქვს, რომელთა მიხედვითაც სიკვდილით დასჯა მკაცრად არის აკრძალული", - თქვა იაგლანდმა.

სიკვდილით დასჯის აღდგენაზე ლაპარაკი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შემდეგ დაიწყო. გავრცელებული ცნობებით, მმართველი პარტიის დეპუტატები მსჯელობენ, შეიტანონ თუ არა პარლამენტში განსახილველად დოკუმენტი სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები