ქუთაისში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი იქნება

კობა ნარჩემაშვილი

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ინფორმაციით, ქუთაისში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი იქნება.

"ქუთაისში მაჟორიტარობის სამი კანდიდატი გვეყოლება. ესენია გენადი მარგველაშვილი, კობა ნარჩემაშვილი და დიმიტრი მხეიძე. ჭიათურასა და ხარაგაულში გამგებელბი გვეყოლება კანდიდატად. რაც შეეხება სამტრედიას, აქ გვეყოლება გიორგი მიქელაძე. ვანი-ხონის ოლქში გიორგი ლილუაშვილი. ტყიბული-თერჯოლაში ელგუჯა გოცირიძე. ზესტაფონში შალვა კიკნაველიძე", - თქვა ჭიჭინაძემ.

კობა ნარჩემაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2001-2003 წლებში ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა "ვარდების რევოლუციის" შედეგად პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის დროს დატოვა. 2004 წლის ოქტომბერში ის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს და დაახლოებით ორ თვეში, 300 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ტაბულა ქართული ოცნების პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ წინასწარ ვერაფერს გვეტყვიან.

კომენტარები