კვირიკაშვილი: კობა ნარჩემაშვილი მაგალითია, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი ხალხს

Wictor Dabkowski / Zuma Wire

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი ქართული ოცნებიდან კობა ნარჩემაშვილი იქნება. ის რამდენიმე წუთის წინ წარადგინა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ბატონი კობა, პირადად ჩემთვის, მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ბატონი კობა ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტარი იქნება", - თქვა პრემიერმა.

კობა ნარჩემაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2001-2003 წლებში ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა "ვარდების რევოლუციის" შედეგად პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის დროს დატოვა. 2004 წლის ოქტომბერში ის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს და დაახლოებით ორ თვეში, 300 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები