თბილისის შვიდ რაიონს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, საბურთალოს, გლდანის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, კრწანისის, დიდუბის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. 

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, მესხეთის, ხარაბაძის, კობცოვის, გომარეთის, ტატიშვილის და ბუკისციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III კვარტლების, ძოწენიძის, ამაშუკელის, ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, გამრეკელის, პიკასოს და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, პეკინის გამზირის, ბენდელიანის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ბარალეთის, ლიბანის, სარაჯიშვილის, ანდრონიკაშილის, ულიანოვის, გურამიშვილის და ავჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, ტეტელაშვილის და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ჩარგლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ტყავის, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ლესელიძის, ხანძთელის, ღვინის, საიათნოვას, თონეთის, იერუსალიმის, აბოვიანის და ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები