კრიმინალი

შსს-მ იარაღის უკანონო შენახვისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი ძმები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ძმები: 1972 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩ. და 1972 წელს დაბადებული კახაბერ ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში, დაკავებულების კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან „ა-კა-ემ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა 74"-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

"სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში, დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია „იჟ 56"-ის მოდელის ორლულიანი კომბინირებული თოფი და 16 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია სროლისთვის. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით)", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები