რეკლამა

გალტ ენდ თაგარტი საუკეთესო რეგიონალურ საბროკერო კომპანიად დასახელდა

გალტ ენდ თაგარტი Capital Finance International-მა საქართველოში საუკეთესო რეგიონალურ საბროკერო კომპანიად დაასახელა.

Capital Finance International-ის კომიტეტი განიხილავს ნომინირების პროცესში მიღებულ ინფორმაციას და ეყრდნობა კომიტეტის წევრების ექსპერტულ ცოდნას. ამასთან, Capital Finance International იყენებს 170-წლიან გამოცდილებას საფინანსო ჟურნალისტიკასა და ბიზნესში, კრიტიკული თვალით აფასებს თითოეულ კანდიდატს და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ჯილდოს.

"ეს არის მართლაც პრესტიჟული ჯილდო, რომელიც წარმოადგენს გალტ ენდ თაგარტის აღიარებას, როგორც წამყვანი საბროკერო კომპანია ჩვენს რეგიონში. გალტ ენდ თაგარტი მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას, ჩვენი ახალი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის საშუალებით - www.trader.ge. ამასთან, კლიენტს ვთავაზობთ საბროკერო და სადილერო მომსახურებას არა მხოლოდ წამყვან საერთაშორისო, არამედ ძნელად შეღწევად განვითარებად ბაზრებზეც",- განაცხადა გალტ ენდ თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელმა გოგა მელიქიძემ.

კომენტარები