საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდი "რაჭა, ჩემო სიყვარულოს" რიმეიკის გადაღებას გეგმავს

0 კომენტარი
კადრი ფილმიდან რაჭა ჩემო სიყვარულო ფოტო: კინოსტუდია ქართული ფილმი

საპარტნიორო ფონდი "რაჭა, ჩემო სიყვარულოს" რიმეიკის გადაღებას გეგმავს, ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ ბიზნესკონტრაქტთან განაცხადა. საგანელიძის თქმით, 1977 წელს გადაღებული ფილმის რიმეიკს საპარტნიორო ფონდი ბრიტანულ-სლოვაკურ საინვესტიციო ფონდ InfraPartners Management-თან პარტნიორობით დააფინანსებს. ფილმს "რაჭა, ჩემოს სიყვარულო 20 წლის შემდეგ" ერქმევა.

"რადგან სლოვაკეთისა და რაჭის დამეგობრების თემა ვიცით და მაშინ რაჭაში ვიმყოფებოდით, შევთანხმდით, რომ ჯანო კახიძის ბრწყინვალე მუსიკაზე დაწერილი ფილმის "რაჭა, ჩემო სიყვარულოს" ახალი ვერსიის გადაღება დავაფინანსოთ", - ამბობს დავით საგანელიძე.

უცნობია, თუ რა მოცულობის თანხას გამოყოფს საპარტნიორო ფონდი ფილმის დასაფინანსებლად. "რაჭა, ჩემო სიყვარულოს" პრემიერა 1977 წლის 8 ივლისს შედგა, მისი რეჟისორები თემურ ფალავანდიშვილი და იოზეფ მედვედი იყვნენ.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა, მის შემადგენლობაში საქართველოს რკინიგზა, გაზის და ნავთობის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი შედიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები