გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ერდოღანი: ხალხს შეთქმულებაში მონაწილეთა სიკვდილით დასჯა სურს

Reuters

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სრულიად შესაძლებელია, ათასობით ადამიანი, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის არიან დაკავებული, სიკვდილით დაისაჯონ. მისივე თქმით, ეს თურქი ხალხის სურვილია. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ამდენი ტერორისტული აქტის შემდეგ ადამიანებს უკვე აქვთ წარმოდგენა, რომ ეს ტერორისტები ადგილზე უნდა განადგურდნენ. ხალხი სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. რატომ უნდა ვკვებო ისინი წლების განმავლობაში ციხეებში? ადამიანებს სურთ, რომ ყველაფერი სწრაფად დასრულდეს, რადგან მათ ახლობლები დაკარგეს. ხალხი საკმაოდ მგრძნობიარეა და ჩვენ ძალიან გონივრულად, დელიკატურად უნდა ვიმოქმედოთ. პარლამენტში ამ საკითხზე იმსჯელებენ და მე, როგორც პრეზიდენტი, დავამტკიცებ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც პარლამენტი მიიღებს", - თქვა ერდოღანმა.

კომენტარები