გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთში 50 000-მდე ადამიანი გიულენთან კავშირში დაადანაშაულეს

Getty Images

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თითქმის 50 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან კონტრაქტები შეუჩერეს.

დაკავებულებსა და გათავისუფლებულებს შორის არიან სამხედროები პირები, პოლიციელები, მასწავლებლები, უნივერსიტეტების დეკანები და ჟურნალისტები.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს ადამიანები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ არასაკმარისად ლოიალური არიან. მათივე თქმით, ისინი აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებიც არიან. გიულენს თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების ორგანიზატორად ასახელებს და მის ამერიკიდან ექსტრადირებასაც ითხოვს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.

გათავისუფლბულთა შორის არიან: 15 200 მასწავლებელი, 1500 დეკანი, შსს-ს თითქმის 9 000 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს 1 500 თანამშრომელი, პრემიერმინისტრის ოფისის 250-მდე თანამშრომელი, 9000 პოლიციელი და 3000 მოსამართლე,

დაკავებულთა შორის კი, მინიმუმ, 6000 სამხედროა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, WikiLeaks-მა პრეზიდენტ ერდოღანის პარტიის 300 000-მდე ელექტრონული მიმოწერა, ათასობით თანდართულ დოკუმენტთან ერთად, გაასაჯაროვა. მიმოწერები 2010-დან 2016 წლის 6 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. WikiLeaks-ის ცნობით, მიმოწერები ძირითადად საერთაშორისო და ქვეყნის შიდა, ყველაზე სენსიტიურ საკითხებს ეხება. მათი თქმით, წერილები სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ერთი კვირით ადრე მოიპოვეს.

კომენტარები