პაველ შერემეტის მკვლელობა

კიევში ჟურნალისტი პაველ შერემეტი მოკლეს

Украинская Правда

კიევში ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი აფეთქებას ემსხვერპლა. მანქანა, რომელშიც შერემეტი იჯდა, კიევის ცენტრში აფეთქდა.

პაველ შერემეტი გამოცემაში Украинская Правда მუშაობდა, იგი რადიო Вести-ს წამყვანი იყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მანქანა, რომელშიც შერემეტი იჯდა, Украинская Правда-ს მთავარ რედაქტორს ოლენა პრიტულას ეკუთვნოდა, თუმცა, ინციდენტის დროს თავად პრიტულა ავტომობილში არ იმყოფებოდა.

უკრაინის მთავარი პროკურატურის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელიც საფრთხეს უქმნის ბევრი ადამიანის სიცოცხლეს.

გენერალური პროკურორის, რომან გოვდის თქმით, ის აღნიშნულ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.

კომენტარები