მიტჩელი: ენმ-სა და ოცნებას არჩევნებში გამარჯვების თითქმის ერთნაირი შანსი აქვთ

Dfwatch

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და 2012 წელს კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი თვლის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამარჯვების თითქმის ერთნაირი შანსი აქვთ.

აიპრესის ინფორმაციით, ლინკოლნ მიტჩელი უკრაინელ ექსპერტებთან და პოლიტოლოგებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრის მთავარი თემები 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებია.

მიტჩელის თქმით, საქართველოში "დღეს ორი ძირითადი პარტია იბრძვის უმრავლესობაში მოსასვლელად, ისინი თითქმის ერთ დონეზე არიან, თუმცა, ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს მცირედი უპირატესობა".

მიტჩელი საქართველოს კვლავ კოალიციური პარლამენტით ხედავს. მისი თქმით, საეჭვოა, თუმცა, არ არის გამორიცხული, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობით დაბრუნება.

კომენტარები