განათლება

წინა წელთან შედარებით, სკოლის ატესტატი თითქმის ორჯერ მეტმა მოსწავლემ ვერ აიღო

0 კომენტარი
ფოტო: education.ge

შარშანდელთან შედარებით, 2016 წელს სკოლის ატესტატი თითქმის ორჯერ მეტმა მოსწავლემ ვერ აიღო. ორთვიანი ლოდინის შემდეგ, ლიბერალმა ოფიციალური ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრიდან მიიღო.

ცენტრის ინფორმაციით, წელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 8539 მოსწავლემ ვერ გადალახა, შარშან კი - 4897-მა. 2016 წელს გამოცდებზე სულ 40 181 მეთორმეტეკლასელი გავიდა, 2015 წელს კი - 39 364.

წლევანდელი საატესტატო გამოცდების შედეგებით უკმაყოფილოა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. მისი თქმით, 2900-მდე მოსწავლე ეროვნულ გამოცდებს სწორედ საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის გამო გამოეთიშა. როგორც მიმინოშვილი ამბობს, ყველაზე მეტმა მოსწავლემ ზღვარი უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდებში ვერ გადალახა. 

"სამწუხაროდ, არ უმჯობესდება ვითარება, შედეგების თვალსაზრისით წინა წლებთან შედარებით. წლიდან წლამდე იცვლება ეს მონაცემები, სამწუხაროდ, არ უმჯობესდება, მაგრამ ზოგ წელიწადს უკეთესი შედეგი გვაქვს, ზოგ წელიწადს - უარესი. მაგალითად, 2011 წელს გაცილებით უარესი შედეგი გვქონდა ამ ორ საგანში, ვიდრე წელს", - ამბობს მიმინოშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები