ლარის გაუფასურება

კვირიკაშვილი: სრულად ვუერთდები კობა გვენეტაძის განცხადების სულისკვეთებას

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებას ქვეყანაში დოლარიზაციის დონესთან დაკავშირებით სრულად უჭერს მხარს. პრემიერის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას მაღალი დოლარიზაცია წარმოადგენს, ამიტომაც ეროვნული ბანკის პოლიტიკა დოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით სწორია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს რეზონანსთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, - "მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს."

" აბსოლუტურად ვეთანხმები არა მარტო განცხადებას და სულისკვეთებას, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებსაც, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად კოორდინაციაში ახორციელებს. კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი, ამისთვის კეთდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება. გარდა ამისა, გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც ჩვენ გაქვს დაგეგმილი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდეს და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდდამხოლოდ ფულად გადარიცხვებსა და ისეთ მუხლებზე, რომლებიც შესაძლოა, ეკონომიკური კრიზისის დროს რყევადი იყოს."- ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში დოლარიზაციის შემცირებისთვის რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მათ შორის გაზაფხულზე სებ-მა ბანკებს ლარში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზევრო მოთხოვნები 7%-მდე შეამცირა (დეპოზტების ის წილი, რომლებიც ბანკების ანგარიშებზე აუცილებლად უნდა იყოს ხელუხლებლად შენახული) შეამცირა, რის გამოც ბანკებს ლარში დამატებითი რესურსები გამოუნთავუფლდათ. დოლარში მოზიდულ სახსრებზე კი მინიმალური სარეზევრო მოთხვნები 5%-ით 20%-მდე გაზარდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზოდენტის რომან გოცირიძის შეფასებით, დოლარში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იყო და მან ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი.

კომენტარები