ემბარგო

პუშკოვი: სანქციებზე მიერთება მეგობრული ნაბიჯი არ იყო, მაგრამ ემბარგო არ იქენბა

ria.ru

რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა RIA Novosti-სთან განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის სანქციებზე მიერთება მეგობრული ნაბიჯი არ იყო, თუმცა რუსეთი ამ ეტაპზე საპასუხო ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს. 

"რუსეთი ამ ნაბიჯს არ აღიქვამს როგორც მეგობრულს, მაგრამ, ამავდროულად, საჭიროდ არ მიჩნევს, ამ ეტაპზე, ავტრომატურად მიიღოს საპასუხო ნაბიჯები", -ამბობს პუშკოვი.

პუშკოვის თქმით, საქართველოსა და სხვასახელმწიფოების მიერთება ყირიმის საწინააღმდეგო სანქციებზე, "მხოლოდ სინანულს იწვევს", მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის სასიცოცხლო ფუნქციებზე, პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს არ იმოქმედებს.

"უპირველეს ყოვლისა, ეს პროპაგანდისტული და პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც უმეტესწილად, ნაკარნახევია საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებით, დასავლეთთან ერთობის დემონსტრირებისთვის, რომელიც ამ სანქციების ინიციატორად გამოდის“, - თქვა პუშკოვმა.

რუსეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ეტაპობრივად ნორმალიზებისკენ არის მიმართული. "იქ არიან ძალები, რომლებიც ნორმალიზებით არიან დაინტერესებულები - ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის, ისე ადამიანური ფაქტორის თვალსაზრისით“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

გუშინ პუშკოვის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა იან ზელინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ყირიმისა და სევასტპოლის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან მიერთების გამო ღვინსა და ბორჯომის ემბარგოს დაუწესებდა. 

გუშინ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი წლით, 2017 წლის 23 ივლისამდე გაახანგრძლივებს. ამ სანქციებს ევროკავშირის არაწევრი ექვსი სახელმწიფო, მათ შორის საქართველოც უერთდება. 

პირველ ივლისს კი, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები დამატებით ექვსი თვით, 2017 წლის 31 იავრამდე გაახანგრძლივა. ევროკავშირის ამ ნაბიჯის საპასუხოდ, რუსეთმა გააგრძელა აკრძალვა ევროკავშირში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ნორვეგიაში, უკრაინაში, ალბანეთში, მონტენეგროში, ისლანდიასა და ლიხტენშტაინში დამზადებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, - ამ სანქციებს რუსეთი ძალაში 2017 წლის 31 დეკემბრამდე დატოვებს.

ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე რუსული ემბარგო 2013 წლის მაისამდე მოქმედებდა. 2014 წელს კი, როსსელხოზნადზორმა რუსეთში ქართული ხახვის, ჭარხლის, სტაფილოს, ბულგარული წიწაკის, ნესვისა და საზამთროს იმპორტი აღადგინა.

კომენტარები