ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი კიტცბუელის ტურნირის ფინალში ითამაშებს

Photo by DAVID ILIFF

დღეს, საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიის კიტცბუელში ATP-ის 250-იან ტურნირზე ნახევარფინალური მატჩში მსოფლიო 83-ე ჩოგანი დუშან ლაიოვიჩი დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. მსოფლიოს 123-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი ქართველი იქნება, ვინც ATP-ის კატეგორიის ტურნირის ფინალში ითამაშებს.

ბასილაშვილმა დუშან ლაიოვიჩი ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 დაამარცხა.

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ან იტალიელი პაულო ლორენცი (მსოფლიოს 48-ე ჩოგანი), ან გერალდ მელცერი (107-ე ჩოგანი) იქნება. მათ შორის ნახევარფინალური მატჩი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ფინალში გასვლისთვის ბასილაშვილმა 43 400 ევრო და 150 სარეიტინგო ქულა უკვე გაინაღდა.

კომენტარები