ბაღდადში მომხდარ ტერაქტს 21 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დღეს მომხდარ ტერაქტს 21 ადამიანი ემხსვერპლა, სულ მცირე 35 კი დაშავდა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, უმეტესად შიიტებით დასახლებულ ალ-ქადიმეინის რაიონში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან თავი აიფეთქა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული სააგენტოს Amaq-ის ინფორმაციით, დაჯგუფების სამიზნე აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფი სამხედროები იყვნენ.

კომენტარები