Amnesty International-ის განცხადება

Amnesty International: თურქეთში დაკავებულებს აწამებენ და აუპატიურებენ

0 კომენტარი

საერთაშორისო უფლებდამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ცნობით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ წამების მეთოდებს იყენებენ.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულების წინააღმდეგ იყენებენ არაერთ სასტიკ მეთოდს, მაგალითად, აიძულებენ სხეულისთვის სტრესულ მდგომარეობაში 48 საათის განმავლობაში ყოფნას, არ აძლევენ საკვებს, წყალს, მედიკამენტებს, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებიან. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი მათ აწამებენ და აუპატიურებენ კიდეც.

Amnesty International-ი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ღრმა შეშფოთებას იწვევს და თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას ამ "ამაზრზენ პრაქტიკაზე". მათივე თქმით, აუცილებელია, დაკავებული ადამიანების მონახულების უფლება მიეცეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. 

თურქეთის მთავრობა Amnesty International-ის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა, ამ დრომდე ყველა აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები