სამართალდამცველებმა პაატა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრი დააკავეს

სამართალდამცველებმა პაატა ბურჭულაძის პარტიის "სახელმწიფო ხალხისათვის" 2 წევრი დააკავეს. შემთხვევა თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის თემქის ოფისთან მოხდა. პარტიის წევრების მტკიცებით, სამართალდამცველები მთელი დღის განმავლობაში მათი ოფისიდან გასულ პირებს ახსნა-განმარტების გარეშე ჩხრეკდნენ.

შსს-ს ცნობით კი, პოლიციამ მანქანა შემოწმების მიზნით გააჩერა, რასაც მოგვიანებით დაპირისპირება და ორი პირის დაკავება მოჰყვა.

გამოძიება დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

კომენტარები