ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

დუმის არჩევნებისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

Sputnik

Sputnik-Ossetia-ს ცნობით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე „სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობა სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გახსნილ 10 საარჩევნო უბანში შეძლებს. სააგენტოს ეს ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩმა, ელბრუს კარგიევმა მიაწოდა.

კარგიევის თქმით, 5 საარჩევნო უბანი ცხინვალში გაიხსნება, 1 ქალაქ კვაისაში, ხოლო 4 სხვადასხვა რაიონულ ცენტრში. მან ასევე გაიხსენა, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩომ 2011 წელს სახელმწიფო დუმის, ხოლო 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ჩაატარა და აღნიშნა, რომ ორივე მათგანი ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.

კარგიევმა დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობას მოუწოდა, 2016 წლის 18 სექტემბერს საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და პოზიცია დააფიქსირონ.

კომენტარები