აფეთქება სომალიში

სომალიში, აეროპორტთან ახლოს აფეთქებების ხმა ისმოდა

ABDULAZIZ BILLOW ALI

ადგილობრივი მედიის თქმით, სომალის დედაქალაქ მოგადიშოს აეროპორტთან ახლოს აფეთქებების ძლიერი ხმა ისმოდა.

მათივე ცნობით, აფეთქების ადგილიდან, რომელთან ახლოსაც აფრიკის კავშირის სამშვიდობო ძალების ბაზაა, კვამლის სქელი მასა ამოდის.

ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, სულ მცირე 2 აფეთქება მოხდა. ერთ-ერთ შემთხვევაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მანქანაში, საკონტროლო გამშვებ პუნქტთან აიფეთქა.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ცნობისთვის, ბოლო დროს სომალიში მომხდარი ტერაქტების უკან ისლამისტური შეირაღებული დაჯგუფება ალ-შაბაბი იდგა, რომელიც დაჯგუფება ალ-ქაიდასთან არის ასოცირებული. ისინი სომალის გაეროს მიერ მხარდაჭერილ მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან.

კომენტარები