აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობა

ბერნი სანდერსმა და მიშელ ობამამ ხალხს ჰილარი კლინტონის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს

0 კომენტარი
ჰილარი კლინტონი

ფილადელფიაში, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე დემოკრატების კანდიდატ ჰილარი კლინტონს მისმა ყოფილმა მთავარმა კონკურენტმა ბერნი სანდერსმა და პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ ღია მხარდაჭერა გამოუთქვეს.

სცენაზე ასვლისას ვერმონტის სენატორ ბერნი სანდერსს დემოკრატები ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციები მიუძღვნეს.

"ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ მისი იდეებისა და მისი ლიდერის თვისებებიდან გამომდინარე, ჰილარი კლინტონი უნდა გახდეს ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი. მე ამაყი ვარ, რომ დღეს მასთან ერთად ვდგავარ. მაშინ, როდესაც ტრამპი სხვადასხვა განსხვავებული ჯგუფის დამცირებით არის დაკავებული, ჰილარის ესმის, რომ განსხვავებულობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პლუსია", - თქვა სანდერსმა.

აპლოდისმენტებით შეხვდნენ აშშ-ის პირველ ლედის მიშელ ობამასაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენა არ არის ის, რაზეც ამერიკა დგას.

"ნურავის მისცემთ უფლებას გითხრათ, რომ ეს ქვეყანა არ არის ძლიერი და აუცილებელია, რომ ჩვენ როგორმე ისევ ვაქციოთ ეს ქვეყანა ძლიერად, რადგან დღესდღეობით ამერიკა ყველაზე ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში. ტელევიზიით გადმოცემული სიძულვილის ენა საჯარო პირებისგან არ გამოხატავს ჩვენი ქვეყნის რეალურ სულისკვეთებას", - თქვა მიშელ ობამამ.

ჰილარი კლინტონი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობას ფორმალურად ხუთშაბათს დათანხმდება.

საპრეზიდენტო არჩევნები კი ამერიკაში 8 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები