გიორგი მარგველაშვილი

ჩიხრაძე: ზეწოლის ფაქტის შესახებ მედიაში განცხადებამდე პრეზიდენტი პრემიერს შეხვდა

თეორემა/ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის ოჯახის წევრზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქზე საუბრობს და ამბობს, რომ იქამდე სანამ პრეზიდენტი მომხდარს მედიას გააცნობდა მან მომხდარის შესახებ პრემიერთან და შსს მინისტრთან ისაუბრა. 

"ეს ფაქტი მოხდა. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი იქნება გამოძიებული და მივიღებთ ადექვატურ პასუხს. დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა ეს შემთხვევა, ჩვენ ვმსჯელობდით რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის უკან, ვისი ინტერესი შეიძლება იმალებოდეს, ვამბობდით იმასაც რომ შესაძლოა არაფერი არ არის. პრეზიდენტის კატეგორიული განწყობა იყო, რომ ის არ აპირებდა თავიდან არავისთან ამ თემაზე საუბარს, რადგან მას აქვს წონადი არგუმენტები, თუმცა, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ გარკვეული თანდმებობის პირთა წრე ჩაეყენებინა საქმის კურსში და პირველ რიგში ვგულისხმობდით პრემიერ-მინისტრს. პრეზდენტმა პრემიერი და შს მინისტრი ამ საქმის თაობაზე ჩააყენა საქმის კურსში. მას ჰქონდა სურვილი, რომ უცნაურ პროცესთან ნამდვილად გვაქვს საქმე, ჩვენ ჩავთვალეთ რომ პრემიერი და შს მინისტრი საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა",-  რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

კომენტარები