NDI-ის კვლევა

NDI: სოფლის/ქალაქის პრობლემები: გზები, გაზმომარაგება, წყალმომარაგება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხვის თანახმად, ქალაქისა თუ სოფლის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები, რაც პრობლემურია, არის გზები, გაზმომარაგება, წყალმომარაგება, გარემოს დაბინძურება, საგზაო მოძრაობა.

პრობლემურ თემებს შორისაა დასახელებული ასევე საზოგადოებრივი ტრასნპორტი, კანალიზაცია, დაუსუფთავებელი ქუჩები, გამწვანება, უსახლკარო ცხოველები, ქუჩის განათება, ნაგვის შეგროვება და სხვა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები