საკონსტიტუციო სასამართლო

პაპუაშვილი პრემიერთან შეხვედრამდე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში არ მივა, თუ დღეს 13:00 საათამდე პრემიერმინისტრს არ შეხვდება. ამის შესახებ ტაბულას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.

გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცახდებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში დღეს, 13:00 საათზეა დაბარებული. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 157(1) მუხლის I ნაწილით.

გუშინ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ შეხვდება მთავარ პროკურორს, რათა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოძიების ობიექტურობაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები