სირიაში მომხდარ აფეთქებებს 44 ადამიანი ემსხვერპლა

SANA

სირიაში მომხდარი ორ აფეთქებას 44 ადამიანი ემსხვერპლა.

ტერაქტები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ქამიშლიში მოხდა, რომელსაც ქურთები აკონტროლებენ.

ბრიტანეთში მდებარე ადამიანის უფლებების დამცველი სირიული ობსერვატორიის ცნობით, ერთ-ერთი აფეთქება ქურთების თავდაცვის ადმინისტრაციულ შენობასთან მოხდა, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო მანქანაში აიფეთქა თავი.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები