განზრახ მკვლელობა

ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ამნისტირებულია

http://www.brodenmickelsen.com

ბრალდებული, რომელიც 22 თებერვალს ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობის ფაქტზე დააკავეს, წარსულში ამნისტირებულია. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში ტაბულას უთხრეს, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი გიორგი ხ. 2006 წელს დააკავეს, თუმცა, მას ამნისტია შეეხო და საპატიმრო 2013 წელს დატოვა.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ტაბულას არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი წელი მოაკლდა მსჯავრდებულს ან რომელ წელს შეეხო მას ამნისტია.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ხ-ს მიმართ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და, მათ შორის, მცირეწლოვნის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები