NDI-ის კვლევა

NDI: უცხოური მედიის მაყურებელთა ძირითადი ნაწილი რუსულ არხებს უყურებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, არაქართულენოვან ტელევიზიებზე გასულ გადაცემებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ თვალს მოსახლეობის 23% ადევნებს. ამ არხებიდან პირველი ოთხი რუსულენოვანია. 

ამასთან, შუა ასაკობრივი კატეგორია(36-55) ყველაზე მეტად უყურებს არაქართულენოვან არხებს.

არაქართულენოვანი ტელევიზიების მაყურებელთა 52% უმცირესობათა დასახლებაზე მოდის. აქ ძირითადად რუსულენოვან არხებს უყურებენ, მცირე ნაწილი სომხურს, აზერბაიჯანულსა და თურქულს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები