ტერორიზმი

გერმანიაში, საიმიგრაციო ოფისთან ჩანთაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქეს

EPA

გერმანიის ქალაქ ნურემბერგში აფეთქება მოხდა - საიმიგრაციო ოფისთან დაუდგენელმა პირებმა  ჩანთაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქეს, დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ჯერ ცნობილი არაა. პოლიციაში ამბობენ, რომ ორ პირს ეძებენ - 30 წლამდე მამაკაცსა და 25 წლამდე ქალს. 

შეგახსენებთ, ჯერ 24 საათიც არაა გასული მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ჩრდილოეთში ISIS-ის ტერორისტებმა, ეკლესიაში 82 წლის კათოლიკე მღვდელი სასტიკად მოკლეს. 

 

 

 

კომენტარები