თბილისის 6 რაიონს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას, რაიონების მიხედვით, კომპანია თელასი ავრცელებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჩაბლის, ტაბიძის, ასათიანის, ქიქოძის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III და IV კვარტლების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ბოგდან ხმელნიცკის,  ბერი გაბრიელ სალოსის, წულუკიძის, ჯავახეთის, ლაღიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გროზნოს, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, ნორიოს და ქინქლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბალანჩივაძის, დოლიძის, ლიხაურის და ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომენტარები