საკონსტიტუციო საასამართლო

იუსტიციის საბჭოს წევრი: სასამართლო სისტემის დიდი ნაწილი ზეწოლისგან თავისუფალია

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახაბერ სოფრომაძე მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, სასამართლო სისტემის დიდი ნაწილი დღეს ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალია.

"ვფიქრობ, რომ საკმაოდ დამაფიქრებელი განცხადებაა და, ალბათ, სამართალდამცველმა ორგანოებმა სრული მოცულობით უნდა ჩაატარონ გამოძიება, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება. რაიმე კონკრეტული განცხადება რომელიმე მოსამართლის მხრიდან ან მხარეების მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაფიქსირებულა. თუ ადრე იყო საუბარი იმაზე, რომ გარკვეული ზეწოლები იყო, ამაზე საუბარი დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, თუ, რა თქმა უნდა, გარკვეული დაინტერესებული მხარეების მხრიდან არ იქნება ამაზე საუბარი. ყოველ შემთხვევაში, სასამართლო სისტემის დიდი ნაწილი დღეს ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალია", - თქვა სოფრომაძემ.

კომენტარები